„ვის ასამართლებენ „ქოცები“ ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეზე.
პაატა ბურჭულაძეს – საქართველოს საამაყო შვილს. ეს იგივეა, როგორც 1937 წელს ბერიამ დახვრიტა ევგენი მიქელაძე.
მურთაზ ზოდელავას – ყოფილ პროკურორს, კანონიერი ქურდების რისხვას – ე.ი. მაფია ასამართლებს მაფიასთან მებრძოლს.
ირაკლი ნადირაძეს – საკრებულოში კორუფციის მამხილებელს.
და კიდევ ერთ უწესიერეს ადამიანს პაატა მანჯგალაძეს.
ლაშა ბერიძეს – ამერიკის ყველაზე პრესტიჟული აკადემიის კურსდამთავრებულს, ესაა ასევე მესიჯი ამერიკელებისთვის.
ასამართლებენ სხვა გულანთებულ პატრიოტებსაც, რომლებიც ივანიშვილმა დანიშნა ამბოხებულებად, სინამდვილეში მათ სჯიან 4 ოქტომბრის, ვითომ არჩევნების ჩაშლისთვის და სხვების დასაშინებლად, ისინი ჩვეულებრივი მძევლები არიან. აღფრთოვანებული ვარ მათი ღირსეული საქციელით ე.წ. სასამართლოში.
ასევე, კატეგორიულად ვგმობ ნიკა მელიასთვის გამოტანილ მორიგ სამარცხვინო განაჩენს“, – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

