საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს შეხვდა.
როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, საუბარი აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხო.
„ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს შეხვდა, რათა განეხილა, სხვა საკითხებთან ერთად, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და როგორ შეუძლია საქართველოს, მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP)“, – წერს საელჩო.

