საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, სომხეთის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ვაჰაგნ ხაჩატურიანს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უმასპინძლა. ცერემონიის ფარგლებში შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები, ამასთან, კოლეგებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, შემდეგ კი პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები