სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, თან სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც, რომ ჰკითხო, ყველაზე მეტი სათქმელი ექნებოდათ.
მიზეზი მარტივია – როდესაც საკუთარი პოზიციები ცრუ ნარატივებზე და დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ზუსტად იცი, რომ პირველივე არგუმენტირებულ საუბარში ეს ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვის შეხებით ჩამოგეშლება.
სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს“, – წერს პაპუაშვილი.

