Friday, November 22, 2024
14.8 C
Tbilisi

მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, წლის თერთმეტი საუკეთესო პედაგოგი დასახელდა

მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 11 გამორჩეული მასწავლებელი,  მასწავლებლის ეროვნული პრემიითა და 10 000 ლარით დააჯილდოვა.

წლის მასწავლებლები გახდნენ:

მედეა ტრამაკიძე – შიდა ქართლი, გორი, ერედვის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთ უბნის საჯარო სკოლა. მათემატიკის მასწავლებელი;

ვენერა აბუსელიძე – აჭარა, ბათუმი, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი;

კახაბერ ჩაკვეტაძე – იმერეთი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;

მარინა ბერიანიძე – ქვემო ქართლი, წალკა, წალკის პირველი საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.

მედეა ბორჩაშვილი – კახეთი, ახმეტა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დიუსის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ნაზიბროლა მიქელაძე – აჭარა, ხულო, აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ნუნუ ანდღულაძე – გურია, ჩოხატაური, ზურაბ კიკვაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ქართულისა და მათემატიკის მასწავლებელი.

პეტრე ბაბილუა – თბილისი, ევროპული სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.

სამირა ისმაილოვა – ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი.

ელმირა ქსპოიანი – სამცხე-ჯავახეთი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, ნინოწმინდის საჯარო სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ნინო ჯალაღონია – თბილისი, თბილისის 141-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები