ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილაში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდა გზის სავალი ნაწილი, ამ ეტაპისთვის, 1 -კილომეტრამდე მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოს დასრულების შემდეგ, შიდა სასოფლო გზაზე წყალარინები და საგზაო ნიშნები დამონტაჟდება.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 575 000 ლარს შეადგენს.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

