ორ წლამდე ბავშვის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ძიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურამ მცირეწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულ ძიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს თბილისში ძიძამ 1 წლის და 6 თვის მცირეწლოვანზე ფიზიკურად იძალადა.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები