Friday, November 22, 2024
14.8 C
Tbilisi

ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 28 და 29 ოქტომბერს „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება.   

 

გამოფენაზე ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

 

ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნება.  

 

„ყვავილების გამოფენაზე“ ნინო ჩაკვეტაძისა და სხვა თანამედროვე მხატვრების თემატური ნახატების, ეპოქსიდით შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და თიხით ძერწვის მასტერკლასი გაიმართება. დაინტერესებულ პირებს ეკო-შემეცნებითი პროგრამებიც ელოდებათ, რაც შესაძლებლობას მისცემს, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში.

 

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ ტრადიციულად, შემოდგომის პერიოდში ტარდება და ვიზიტორებს ყოველწლიურად განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ. 

 

ღონისძიება 28 და 29 ოქტომბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება.  

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები