საქართველოს საპატრიარქო: დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ 64 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა)

დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ გუშინ, გვიან ღამით, 64 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) და ვუსამძიმრებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მეუფის ხსოვნა, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.

„მისი ცხედარი დღეს, 5 ნოემბერს, დასვენდება სიონის საკათედრო ტაძარში და სამი დღის მანძილზე გადახდილ იქნება პანაშვიდები, წირვები კი დაიწყება 9:00 საათზე.

გამოსვენება შედგება შაბათს, 14:00 საათზე, დაკრძალვა კი, – ქოშიგორას მონასტერში, იქ, სადაც მეუფე სერაფიმე ბოლო დროს მოღვაწეობდა“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები