Saturday, November 23, 2024
9.8 C
Tbilisi

ირაკლი ღარიბაშვილი: აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც ჩემი ინიციატივით დაფუძნდა 2015 წელს, იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა

ხვალ, მოგეხსენებათ, რომ ვუმასპინძლებთ Silk Road Forum-ს, აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც ჩემი ინიციატივით დავაფუძნე 2015 წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ფორუმზე მიიღებს მონაწილეობას 60 ქვეყნის, 2000-ზე მეტი დელეგატი, რაც იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ წარმოჩინდეს საქართველო, როგორც საინტერესო ქვეყანა გეოგრაფიული თვალსაზრისით.

 

„ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ხვალ, მოგეხსენებათ, რომ ვუმასპინძლებთ Silk Road Forum-ს, აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც ჩემი ინიციატივით დავაფუძნე 2015 წელს. ფორუმზე მიიღებს მონაწილეობას 60 ქვეყნის, 2000-ზე მეტი დელეგატი, ესეც იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენ წარმოვაჩინოთ კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყანა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მომხიბვლელი, ასე ვთქვათ, ადგილი გეოგრაფიული თვალსაზრისით, ასევე ზოგადად საინვესტიციო და საერთოდ აი ამ დიდი პროექტით, რომელსაც ჰქვია შუა დერეფნის განვითარება, ამიტომ ვფიქრობ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ჩვენს ინტერესს ემსახურება და ამას გარდა, რომ ახლა მინდა თქვენს კითხვას დავუბრუნდე და ვუპასუხო, მე ჩემს გამოსვლაში ვისაუბრე, რომ საქართველომ ძალიან გამჭვირვალე პროცესი განახორციელა და ამ თორმეტივე რეკომენდაციას ჩვენ მაქსიმალურად ვუპასუხეთ და ჩვენ შევასრულეთ, მაქსიმუმი გავაკეთეთ, რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები