მიხეილ სააკაშვილი: როგორი სამარცხვინო ფორმულირებაა „ფორმულავ“? ამ შემთხვევაში რითი სჯობიხართ „იმედს?“ ოღონდ რამენაირად ჩემკენ გამოიშვიროთ ხელი

„ფორმულა“ აშუქებს რუსული აგენტურის შექმნას და ამბობს რომ „პარტიაში გაერთიანდნენ სააკაშვილის ხელისუფლების გენშტაბის უფროსი ნიკოლეიშვილი და სააკაშვილის ხელისუფლების სატყეო დეპარტამენტის დირექტორი გიორგობიანი, რომელსაც კორუფციაში ედებოდა ბრალი“.

როგორი სამარცხვინო ფორმულირებაა „ფორმულავ“? ამ შემთხვევაში რითი სჯობიხართ „იმედს?“ ოღონდ რამენაირად ჩემკენ გამოიშვიროთ ხელი. არაფერია იმაზე თუ ვინ ადანაშაულებდა კორუფციაში გიორგობიანს.

სინამდვილეში ნიკოლეიშვილიც და გიორგობიანიც პირადად მე მოვხსენი კორუფციის გამო ,ჩვენი მმართველობის საწყის ეტაპზე და გიორგობიანი ციხეს გერმანიაში დაემალა, საიდანაც ის ივანიშვილმა დააბრუნა.

სინამდვილეში ჩემს დროს ვავლენდით და ვსჯიდით კორუმპირებულ და პრო-რუსულ ელემენტებს და 2012-ში ივანიშვილმა ეს ნაგავი ამოქექა და საზოგადოებას თავზე დაასვა.

გთხოვთ გაავრცელოთ ეს პოსტი რათა ის უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ვიდრე „ფორმულას“ ჟურნალისტის ცრუ ნარატივი“, – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები