დონალდ ტრამპი: ერთადერთი ომი, რომლის დასრულებაც არ გამოვიდა, ეს რუსეთსა და უკრაინას შორის ომია, მაგრამ ამასაც მოვაგვარებთ

„ერთადერთი ომი, რომლის დასრულებაც არ გამოვიდა, ეს რუსეთსა და უკრაინას შორის ომია, მაგრამ ამასაც მოვაგვარებთ. ვფიქრობდი, რომ ამას პუტინთან ჩემი ურთიერთობის გამო შევძლებდით, თუმცა ცოტა სხვაგვარად გამოვიდა. ვფიქრობ, რომ ამასაც მოვაგვარებთ“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეაში ვიზიტისას.

მისი თქმით, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ აღმოსავლეთში მშვიდობა დამყარდებოდა და უკრაინა-რუსეთის ომი გაგრძელდებოდა.

„ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში მივაღწევდით, მაგრამ ამას რუსეთსა და უკრაინას შორის ვერ შევძლებდით? ეს შეუძლებელი იყო“, – თქვა ტრამპმა, რომელიც სამხრეთ კორეაში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკურ სამიტს ესწრება.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები