„ტრამპის მიერ ბუდაპეშტის სამიტის გაუქმება. შეერთებული შტატების მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახალი სანქციები. კიდევ რა? იქნება თუ არა ახალი იარაღი, ყბადაღებული „ტომაჰავკის“ გარდა? თუ მრავალრიცხოვან კომენტატორებს შორის ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, აი, მიიღეთ, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი წერს.
იგი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები რუსეთის მოწინააღმდეგეა და „მათი მოლაპარაკე „მშვიდობისმყოფელი“ ახლა სრულად დაადგა რუსეთის წინააღმდეგ საომარ გზას“.
„დიახ, ის [ტრამპი] ჯერ აქტიურად არ იბრძვის ბანდერას კიევის მხარეს, მაგრამ ეს ახლა მისი კონფლიქტია და არა მარაზმატიკი ბაიდენის! რა თქმა უნდა, იქნება ლაპარაკი, რომ მას სხვანაირად არ შეეძლო, მასზე კონგრესი ახდენდა ზეწოლას და ა.შ. ეს არ ცვლის მთავარ საკითხს: მიღებული გადაწყვეტილებები რუსეთის წინააღმდეგ ომის აქტია. ახლა კი ტრამპი სრულად შეუერთდა შეშლილ ევროპას.
თუმცა, ტრამპის ქანქარას ამ უახლეს რხევას აშკარა დადებითი მხარეც აქვს: ის საშუალებას გვაძლევს, ბანდერას ყველა სამალავს სხვადასხვა იარაღით დავარტყათ, ზედმეტი მოლაპარაკებების გათვალისწინების გარეშე და მივაღწიოთ გამარჯვებას ზუსტად იქ, სადაც ეს შესაძლებელია: მიწაზე და არა კანცელარიის მაგიდასთან. მტრების განადგურებით და არა უაზრო „გარიგებების“ დადებით“, – წერს დიმიტრი მედვედევი.

