რომან გოცირიძე: დიდი ამბავი მოხდა, ამერიკამ „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაასანქცირა, ხვალ აქაური „ლუკოილის“ ბენზინგასამართებიც გაჩერდება

„დიდი ამბავი მოხდა, ამერიკამ „როსნეფტი“ და „ლუკოილი“ დაასანქცირა. აქამდე იმიტომ ვერ ბედავდნენ, რომ მთელ დასავლეთს იყვნენ მოდებულები და დიდი პრობლემები წარმოიქმნებოდა. ხვალ აქაური „ლუკოილის“ ბენზინგასამართებიც გაჩერდება. ანგარიშები გაეყინება, ბარათით ვერავინ გადაიხდის.

ნებისმიერი კომპანია, რომელშიც „როსნეფტს“ და „ლუკოილის“ წილის 50 პროცენტზე მეტი აქვს, დასანქცირდება. ასეთები საქართველოშიც იქნებიან.

დიდი დარტყმაა რუსული ომის მანქანისთვის“, წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები