მახსოვს, სააკაშვილი ხსნიდა ხოლმე ერთსა და იმავე ობიექტს 5-ჯერ და ამ შემთხვევაში, ევროკავშირმა 5-ჯერ გააუქმა ერთი და იგივე სავიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტებისთვის. სააკაშვილის სტანდარტია, „ნაცმოძრაობის“ სტანდარტი, უდაბლეს დონეზეა ჩასული ევროპული ბიუროკრატია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში.
„ჩვენთვის საერთოდ აღარ არის ეს საკითხი საინტერესო, ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ ორმაგ სტანდარტებს, სრულ განუკითხაობას, რომელიც არის ევროპულ ბიუროკრატიაში, ძალიან ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც არის შექმნილი,“- აღნიშნა პრემიერმა.

