ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იმყოფება.

შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრემიერს ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და ამ მიმართულებით, სომხეთის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის როლი.

თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმის წინ, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილე.

დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები