საქართველოს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ეწვია

საქართველოს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ქემალ მემისოღლუ ეწვია.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქემალ მემისოღლუ, მოადგილესა და ჯანდაცვის მიმართულებების ხელმძღვანელებთან ერთად, თბილისში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს.

დელეგაციას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მასპინძლობს.

ორდღიანი  ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური შეხვედრები, გაფორმდება მემორანდუმი ჯანდაცვის სექტორში კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის მიზნით.

დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის წევრებს, ასევე დაგეგმილია სხვა მაღალი რანგის შეხვედრები.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები