„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას მოწოდების შემდეგ, მოქალაქეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის ეზოში ძალადობრივი გზით შეღწევა სცადეს, მათ მოანგრიეს გარე ჯებირები, თუმცა სპეცრაზმელებმა მათი ძალადობა აღკვეთეს.
აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ადგილზე იმყოფება „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე. მან თქვა, რომ შემდგომი მოქმედების გეგმას მოგვიანებით გააცნობენ საზოგადოებას.

