„ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია შეწყვეტილი აქვს – პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს დეკლარაცია გააცნო

„ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია შეწყვეტილი აქვს – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ წუთიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს უნდა ემსახუროს და არა ბიძინა ივანიშვილს.

„დღეს გვაქვს ისტორიული შანსი, რომ დავიბრუნოთ ქვეყანა. დღეს, ისეთ დღეში ჩააგდო ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა, რომ ის გადასარჩენია და მიხარია, რომ ამდენი გულანთებული ადამიანი შევიკრიბეთ ერთად და დღეს ერთად უნდა გადავწყვიტოთ ამ ქევყნის ბედი. არავითარი ხვალ, მე არ ვარ აქ, ჩვენ არ ვართ აქ მოსული, რომ რაღაც შეტაკებები მოხდეს, მე ჩემი შვილიშვილებით ვარ აქ მოსული, მაგრამ დღეს ჩვენ ვერ წავაგებთ, დღეს ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ. დღეს ისეთი დღეა, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, სხვა გზა მოქალაქეებს არ აქვთ, ჩვენ არ გვაქვს. დღეს არის, პირველად საქართველოს ისტორიაში, ეროვნული კრება, რასაც ესწრება მთელი საქართველო. ამ ეროვნულ კრებას სჭირდება დეკლარაცია. მე ამ დეკლარაციას წაგიკითხავთ და თუ ყველანი ამას ხმას მისცემთ, ნიშნავს, რომ აი ამ წუთიდან, როგორც ჩვენ ხმას მივცემთ, ხელისუფლება გვეკუთვნის ჩვენ და არა ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მან დასაპატიმრებელთა სიაც წარადგინა. ბურჭულაძის თქმით, უნდა დაიჭირონ ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ანზორ ჩუბინიძე, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი და ბიძინა ივანიშვილი.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები