ირაკლი კობახიძე: გვინდა გავაფრთხილოთ ყველა, ფუჭად ნუ აღმოჩნდებიან გისოსებს მიღმა მრავალი წლით, უსინდისო მოძალადეების ადგილი არის ციხეში

გასული 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა. ყველა ეს მცდელობა ჩავარდა და 13 წლის თავზეც მათი მორიგი რევოლუციის მცდელობა აუცილებლად ჩავარდება, ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე წინა შემთხვევებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულო ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მოძალადეების ადგილი არის ციხეში და ეს ნახა ყველამ, გასული წლის მოვლენების შემდეგ.

„ეს ყველაფერი აჩვენებს უსუსურობას რაც სუფევს რადიკალურ ოპოზიციურ სპექტრში. მათ რაღაც გეგმა, მიზანი დააანონსეს, კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მიზანი აქვთ განცხადებული, თუმცა თავადაც ვხედავთ, რომ ძალიან ეპარებათ ეჭვი ამ მიზნის განხორციელების რეალურობაში, აქედან გამომდინარე მიმართავენ ასეთ იაფფასიან ზომებს, ძველი სიების გამოქვეყნება, იაფფასიანი მუქარები და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება. 13 წლის განმავლობაში, მათ ჰქონდათ ასეთი პროცესების წარმართვის არაერთი მცდელობა, მათ შორის, გასული 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა. ყველა ეს მცდელობა ჩავარდა და 13 წლის თავზეც მათი მორიგი რევოლუციის მცდელობა აუცილებლად ჩავარდება, ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე წინა შემთხვევებში. აქედან გამომდინარე, გვინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ყველა, ფუჭად ნუ აღმოჩნდებიან გისოსებს მიღმა მრავალი წლით. უსინდისო მოძალადეების ადგილი არის ციხეში, ეს ნახა ყველამ, გასული წლის მოვლენების შემდეგ, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვურჩევთ ყველას, დაიკავონ ფრთხილი პოზიცია და ნუ გაერევიან ისეთ პროცესებში, რომელიც გულისხმობს ძალადობას, და შესაბამისად, ითვალისწინებს სისხლის სამართლის კვალიფიკაციას“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, თუ წინა შემთხვევაში, მოძალადეების დაახლოებით 3 პროცენტის იდენტიფიცირება შეძლეს, ამ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ძალადობას, ბევრად მაღალი იქნება მოძალადეების იდენტიფიცირების მაჩვენებელი.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტული მითითებები აქვთ სამართალდამცავ უწყებებს, შესაბამის თანამშრომლებს, რომ დაიცვან კანონი ძალიან მკაცრად და კანონის ფარგლებში უზრუნველყონ კანონის დაცვა.

ჩვენ არა მხოლოდ მოვუწოდებთ, კონკრეტულ მითითებებსაც ვაძლევთ სამართალდამცავ უწყებებს, შესაბამის თანამშრომლებს, რომ დაიცვან კანონი ძალიან მკაცრად და კანონის ფარგლებში უზრუნველყონ კანონის დაცვა და კანონის აღსრულება. ეს არის პირდაპირი ჩვენი მითითება და ბუნებრივია, ასეთია ჩვენი საჯარო მოწოდება. რაც შეეხება პირთა იდენტიფიცირებას, ამაზე ნუ იდარდებთ. ჩვენი მთავარი ამოცანა, საზრუნავი ამ შემთხვევაში არის მოძალადე მომიტინგეების იდენტიფიცირება და ყველას მინდა დავპირდეთ, რომ თუ წინა შემთხვევაში, ჩვენ შევძელით მოძალადეების დაახლოებით 3 პროცენტის იდენტიფიცირება, ამ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ძალადობას, ბევრად მაღალი იქნება მოძალადეების იდენტიფიცირების მაჩვენებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები