Friday, November 22, 2024
14.8 C
Tbilisi

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს უყარეს კენჭი, თუმცა პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა და შესაბამისად, იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა.

სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული იყო. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის, 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია 90-მა დეპუტატმა გაიარა.

ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, დარბაზში არ იმყოფებოდა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები