მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2025 წლის გამარჯვებული ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის №3 საჯარო სკოლის „მე და საზოგადოების“, სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი ჟანა ხაჩატურიანი გახდა. გამარჯვებულს გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცა.
წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის იყვნენ:
- ელენე ბეთლემიშვილი, გორის N3 და N8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;
- ნესტან კუბლაშვილი, თბილისის N172 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- მაია ლაპიაშვილი, დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
- შალვა მინდაძე, თბილისის N70 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი
- ჟანა ხაჩატურიანი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ,ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მე და საზოგადოების, სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი.
ფინალისტები, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარმა მხარდამჭერმა, სს „საქართველოს ბანკმა” 5 000 ლარით დააჯილდოვა, ხოლო საუკეთესო ათეულის დანარჩენი წევრები „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდმა – 2 500 ლარით.
ასევე, ღონისძიებაზე საუკეთესო ათეულის წევრებმა მიიღეს სხვადასხვა პრიზი, რომელსაც ყოველ წელს ჯილდოს მხარდამჭერები აწესებენ.

