30 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 163 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული

30 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში გადამუშავებულია 163 ათასამდე ტონა ყურძენი.

ღვინის საწარმოებს ყურძენი 13 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

მოსავლის დაბინავება კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები