ტრამპმა საპრეზიდენტო დიდების ხეივანში ბაიდენის პორტრეტის ნაცვლად ბაიდენის ავტომატური ფაქსიმილეს ფოტო განათავსა

ამერიკის შეერთებულოი შტატების რეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, საპრეზიდენტო დიდების ხეივანში, თავისი წინამორბედის, ჯოზეფ ბაიდენის პორტრეტის ნაცვლად ბაიდენის ხელმოწერის ფოტო განათავსა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, რომ ტრამპმა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის პორტრეტის მაგივრად, განათავსა ფოტო, რომელზეც ბაიდენის ავტომატური ფაქსიმილეა გამოსახული.

ტრამპმა პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ, არაერთხელ აღნიშნა, რომ ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო და მისი პრეზიდენტობის დროს დოკუმენტები ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ ავტომატური ფაქსიმილეთი იყო დამოწმებული. მოგვიანებით, ბრალდებები უარყო თავად ბაიდენმა, მის გუნდში კი აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ავტომატური ფაქსიმილეს გამოყენება დიდი ხნის აღიარებული პრაქტიკაა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები