გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს იუბილე მიულოცა და ახალციხის სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  მინისტრმა გივი მიქანაძემ რაბათის ციხეში სამცხეჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 35 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და რეგიონის მასშტაბით მომავალი თაობების აღზრდის საქმეში სამცხეჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა ახალციხის სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა და მათ მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი შრომისთვისა და პროფესიისადმი ერთგულებისთვის.

უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რაბათის ციხეში ასევე ჩატარდა მეცნიერების ფესტივალი, რომელიც რეგიონებში მეცნიერების პოპულარიზაციისახალგაზრდების წახალისების, კერძო საჯარო პარტნიორობის ხელშეწყობისა და ინოვაციური იდეების გაძლიერების  მიზნით 17 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს.

გივი მიქანაძე ადგილზე გაეცნო მეცნიერების ფესტივალის მიმდინარეობას, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებდა სამეცნიერო კვლევებს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ პროექტებს. ფესტივალში როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევრები, ასევე სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, სტარტაპერები და ინდუსტრიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები