გახარია თავიდან ბოლომდე ემსახურება არა ქართველი ხალხის ინტერესებს, არამედ ასრულებს გარე დაკვეთებს. ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური კორუფცია და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, გახარია და კორუფცია ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდგარი ცნებებია.
„აქ, პირველ რიგში, ვგულისხმობ პოლიტიკურ კორუფციას. ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე ემსახურება არა ქართველი ხალხის ინტერესებს, არამედ ასრულებს გარე დაკვეთებს. ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური კორუფცია და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა. ასეთ ფონზე არც სხვა ტიპის კორუფცია გამიკვირდებოდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. არ მაქვს უფლებამოსილება, ასეთ საკითხებზე გავაკეთო კონკრეტული კომენტარი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

