სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის საზღვრების გადაკვეთის დამადასტურებელ შტამპზე აღარ იქნება არარატის მთის გამოსახულება.
როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, 2025 წლის 1-ელი ნოემბრიდან შტამპზე იქნება მხოლოდ წარწერა „სომხეთი“ სომხურ და ინგლისურ ენებზე, გამშვები პუნქტის სახეობა და დასახელება და საზღვრის გადაკვეთის დრო.
მთა არარატი, რომელიც სომხეთის ეროვნულ სიმბოლოდ ითვლება და ქვეყნის გერბზეც გამოსახულია, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ბოლო ხანს ერევანი და ანკარა ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობენ.
სომხეთის ოპოზიციამ მთავრობა გააკრიტიკა საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი შტამპიდან არარატის ამოღების გამო. პარტია „განათლებული სომხეთის“ ლიდერმა ედმონ მარუკიანმა განაცხადა, რომ ეს „სახელმწიფოს იდენტობის რედაქტირების პროცესის ნაწილია“.
კრიტიკის პასუხად, 14 სექტემბერს სომხეთის შრომის და სოციალურ საკითხთა მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია საზღვრების გადაკვეთის თანამედროვე მოთხოვნებისა და „რეალური სომხეთის იდეოლოგიის“ შესაბამისად.
ტოროსიანმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი ახალი ბეჭდების ფორმები და დაწერა, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საზღვრების გადაკვეთისას პასპორტში შტამპს საერთოდ აღარ იყენებენ. მინისტრმა ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა მეზობელი საქართველო, რომლის საზღვარს სომხეთის მოქალაქეები გადაკვეთენ ყოველგვარი შტამპის გარეშე, საიდენტიფიკაციო რუკებით და საზღვრის გადაკვეთა ელექტრონულ სისტემაში აისახება.
„ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ დაიწყო ახალი საინფორმაციო რეიდი მთავრობის მიერ გასულ ხუთშაბათს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც განსაზღვრავს პასპორტში განთავსებული მარკის ფორმას RA-ს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას.
პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პასპორტზე მარკები დიდი ხანია არ აქვთ, იგივე ჩვენს მეზობელ საქართველოსთან, პირადობის მოწმობით, ყოველგვარი მარკის გარეშე შეგვიძლია გადავკვეთოთ საზღვარი, რადგან შეზღუდვები ფიქსირდება მხოლოდ ელექტრონულ სისტემაში.
ახალ მარკებზე სასაზღვრო ინფორმაციის გარდა, არარატის მთაზე, მსოფლიოს თითქმის ბევრ ქვეყანაში სასაზღვრო მარკებზე არ იქნება ინფორმაცია ან ფოტოები. ასევე, მარკის ზომა შემცირდა, რათა პასპორტი უფრო მეტ მოგზაურს მოემსახუროს. გადაწყვეტილების მიზეზები კი ძალიან მარტივია: მარკები აკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს საზღვრების ნგრევის შესახებ, ისევე როგორც ნამდვილი სომხეთის იდეოლოგია.
მიმაგრებულია ახალი ფორმები განმსაზღვრელი მარკების, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მარკები ჩემს პასპორტში, როგორც ზემოაღნიშნულის დასტური. დარწმუნებული ვარ, ბევრი სხვა ქვეყნის მარკებიც გაქვთ პასპორტებზე“, – წერს ტოროსიანი.

