2023 წლის 17 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6918 შეადგინა.
2023 წელს ეს მეექვსე აუქციონია, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად თანხა გამოიტანა – ჯამურად, 2023 წელს ბანკმა სავალუტო აუქციონზე 166 750 000 აშშ დოლარი გაყიდა.