Tuesday, November 26, 2024
3.8 C
Tbilisi

ჯუანშერ ბურჭულაძე: დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია

საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატით გამოსვლისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის კიდევ ერთ პრიორიტეტზე, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლეთა ზრუნვასა და მათ მხარდაჭერაზე ისაუბრა. მისი თქმით, ყოველწლიურად, შპს „რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრთან“ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დაშავებული სამხედროების საპროტეზო-ორთოპედიული საჭიროებების დაკმაყოფილება, ასევე გერმანულ კომპანიასთან ერთად ეტაპობრივად განხორციელდება პროთეზების განახლება და მისი საგარანტიო მომსახურება. ასევე, დაჭრილი მებრძოლების მხარდასაჭერად აქტიურად მუშაობს „დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“.

ჯუანშერ ბურჭულაძემ მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის შესაძლებლობების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო-სარეაბილიტაციო აპარატურით და ადაპტირებული სივრცეებით. მისი განცხადებით, ცენტრით სარგებლობენ, როგორც ქართველი დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები, ასევე დაჭრილი და დაშავებული უკრაინელი მებრძოლების ოჯახის წევრები. მინისტრის განმარტებით, თავდაცვის უწყება აპირებს სარეაბილიტაციო ცენტრის გაფართოებას და მომავალში 70-მდე დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახების მიღებას შეძლებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები