ჯუანშერ ბურჭულაძემ დაკავებისას განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ კახეთში კვადროციკლიდან გადმოვარდა და ტვინის მსუბუქი შერყევა მიიღო, რის გამოც ექიმის მიერ დანიშნული აქვს წოლითი რეჟიმი და ითხოვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.
„შესაბამისად, გასაგები მიზეზების გამო, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო თავს იკავებს მისი დაკავების კადრების გავრცელებისგან“, – განაცხადეს სუს-ში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

