სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ნინოწმინდაში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, რწმუნებულის პირველ მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილთან და ნინოწმინდის მერ ანივარდ მოსოიანთან ერთად, ნინოწმინდის მერიაში, მერიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე 2025 წლის მიმდინარე და მომდევნო წლის ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.

სახელმწიფო რწმუნებულმა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმილ ვადებში შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ამასთან, ზაალ გელაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერა.

სახელმწიფო რწმუნებული სკვერის მოწყობისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

დასრულების ეტაპზეა ქალაქ ნინოწმინდაში, ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების სკვერის მოწყობის სამუშაოები. პროექტი, რომლის ღირებულება 274 000 ლარს შეადგენს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ქალაქ ნინოწმინდაში ასევე, დასრულების ეტაპზეა სპორტული კომპლექსის მშენებლობა. სამუშაოების ღირებულება 858 000 ლარს შეადგენს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები