დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მზად არის, რუსეთის ნავთობის მყიდველებს, მათ შორის ჩინეთსა და ინდოეთს, ტარიფები 100%-მდე გაუზარდოს, თუ ამას ევროკავშირიც გააკეთებს

„ფრანს პრესისა“ და „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდნტი დონალდ ტრამპი მზად არის, რუსეთის ნავთობის მყიდველებს,  მათ შორის ჩინეთსა და ინდოეთს ტარიფები 100%-მდე გაუზარდოს, თუ ამას ევროკავშირიც გააკეთებს.

წყაროების ცნობით, 9 სექტემბერს გაიმართა აშშ-ისა და ევროკავშირის მოლაპარაკებები, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეფონით მიიღო მონაწილეობა.

ტრამპის თქმით, შესაძლებელია ტარიფების 50-100%-ის ფარგლებში გაზრდა რუსეთის ნავთობის მსხვილი მყიდველებისთვის, როგორებიცაა ინდოეთი და ჩინეთი, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი შემოიღებს ანალოგიურ ზომებს.

როგორც მან აღნიშნა, ეს ნაბიჯი განპირობებულია რუსეთის სახელმწიფო შემოსავლების შემცირების საჭიროებით, რომლითაც ფინანსდება ომი უკრაინის წინააღმდეგ.

ცნობისთვის, აგვისტოში დონალდ ტრამპმა ინდოეთს ტარიფი 50%-მდე გაუზარდა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები