ნორვეგიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კოალიციამ გაიმარჯვა

ნორვეგიის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა კოალიციამ გაიმარჯვა.

მედიის ცნობით, ბიულეტენთა 99%-ის დათვლის შემდეგ ყველაზე მეტი ხმა, 28%-ზე მეტი მიიღო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სტიორეს „ლეიბორისტულმა პარტიამ“, რომელსაც კოალიციის კიდევ ოთხ პარტიასთან ერთად 169-წევრიან პარლამენტში 87 მანდატი ექნება.

უმრავლესობის შესაქმნელად, სულ მცირე, 85 მანდატია საჭირო.

მემარჯვენეებმა ერთად 82 მანდატი მოიპოვეს, ხოლო ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ერნა სოლბერგის კონსერვატიულმა პარტიამ მესამე ადგილი დაიკავა.

ნორვეგიაში საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა დაახლოებით ოთხ მილიონ მოქალაქეს შეეძლო, აქტივობამ კი 78,9% შეადგინა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები