შინაგან საქმეთა მინისტრს, გელა გელაძეს და მის პირველ მოადგილეს, როლანდ მესხს პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭებათ

გელა გელაძეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ის აქამდე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას.

„მე ასევე მინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ – ბატონი გელა გელაძე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას. მას დღეს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, რასაც ის იმსახურებს. გისურვებთ სამომავლო წარმატებას. ასევე, მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ როლანდ მესხსაც მიენიჭება გენერალ-მაიორის წოდება“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები