რომან გოცირიძე: გასაკვირია იმის ძახილი, რომ ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორი საქართველო არ მიიწვია და ამას ამ ხელისუფლების საწინააღმდეგო არგუმენტად იყენებენ. არ მიიწვია კი არა, ესენი არ წავიდნენ

„ჩინეთში, გამარჯვების ზეიმზე მიწვეულ 26 ქვეყნიდან აბსოლუტური უმრავლესობა ავტორიტარული და დიქტატორული სახელმწიფოებია. იქ იქნება პუტინი, კიმ ირ ჩენი, ირანის პრეზიდენტი, საბჭოთა არადემოკრატიული ქვეყნების ლიდერები და ა. შ. ორიოდე გამონაკლისია სომხეთის, სერბეთისა და სლოვაკეთის სახით. ამ გარემოცვაში, მაგიდასთან პუტინის გვერდით ჯდომა იქნებოდა პირველ რიგში საქართველოს, როგორც ქვეყნისათვის სერიოზული დარტყმა. გასაკვირია იმის ძახილი, რომ ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორი საქართველო არ მიიწვია და ამას ამ ხელისუფლების საწინააღმდეგო არგუმენტად იყენებენ.

არ მიიწვია კი არა, ესენი არ წავიდნენ. იმდენი ჭკუა ეყოთ და დიოლომატიური გზით ჩუმად მოაგვარეს ალბათ ეს საკითხი. მერე იტყვიან ამას და მორიგი დასაცინი თემა გაუხდებათ.

სად უნდა ვურტყათ ამ მოღალატე რეჟიმს და სად არა რომ არ ვიცით, ესეც ძველი სენია“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, პარლამენტის ყოფილი წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები