ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკვში მრავალფუნქციური ახალი სპორტული მოედანი მოეწყო.
დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა არა მოვსესიანმა დაათვალიერა.
პროექტის ღირებულება 122 500 ლარს შეადგენს და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მინისტადიონებისა და სპორტული დარბაზების მშენებლობა აქტიურად გრძელდება.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

