სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, რწმუნებულის მოადგილეებმა გიორგი მიქელაძემ, სერგი მუშკუდიანმა და რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებმა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძესთან და მის მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საველე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. რეგიონში 2022 წლიდან დღემდე აიზომა 166 180-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. ეტაპობრივად სრულად აიზომება ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლები.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გრძელდება. მოქალაქეებს, რომლებიც დროულად ვერ ჩაერთნენ რეფორმაში, შესაძლებლობა აქვთ, იუსტიციის სახლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში ან ვებპორტალზე slr.napr.gov.ge შეავსონ მიწის ნაკვეთის აზომვის მოთხოვნის განაცხადი. საჯარო რეესტრის ამგეგმავთა ჯგუფები თითოეულ მოქალაქეს რეფორმის დასრულებამდე დაუკავშირდებიან და გაუწევენ შესაბამის მომსახურებას.

