ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე აცხადებს, რომ საქართველოს 55 მოქალაქეს ლატვიაში შესვლაზე აკრძალვა დაუწესდება.
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ, იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დამატებით, საქართველოს 55 მოქალაქე ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველ პირთა სიაში შევიყვანო. ამ პირებისთვის ლატვიაში შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

