ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის სიცოცხლის გადარჩენისთვის უკლებლივ ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძე ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის უკლებლივ  ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება.

„გვიან ღამე შეიყვანეს საგარეჯოს კლინიკაში ბატონი თორნიკე, მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული, შესაბამისად,  ჩაუტარდა გადაუდებელი ღონისძიებები, ქირურგიული ოპერაცია იქვე, ადგილზე, ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდა საიმისოდ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები აღდგენილიყო.

„ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან ძალიან მძიმე ტრავმებია სახეზე. ბუნებრივია, ამ დროს საჭიროა გარკვეული პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, სამედიცინო თვალსაზრისით ვგულისხმობ, ისე როგორც მკურნალობითი, აღდგენითი და ა.შ და ყველაფერი, რაც აუცილებელია სიცოცხლის გადარჩენისთვის, ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, უკლებლივ  ყველაფერი უკეთდება ბატონ თორნიკეს.

„ძალიან მძიმე, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის, თავზარდამცემი, შეიძლება ასე ითქვას, და ყველაფერს აკეთებენ ექიმები იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ჯანმრთელობა.

„ერთი ჭრილობა გახლავთ, საბედნიეროდ, მხოლოდ ფილტვია დაზიანებული და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს არ შეხებია“, – განაცხადა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მისულმა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები