თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება, თუმცა პაციენტი ჯერ კიდევ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„პაციენტი დღეს დილით, დაახლოებით 6:30 საათზე შემოიყვანეს, სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს, მდგომარეობა შემოსვლისას საკმაოდ მძიმე იყო, ვინაიდან კლინიკურად სახეზე იყო ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის კლინიკა. ამ წუთში მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა, ვინაიდან შოკის ხარისხი შემცირებულია, ჰემოდინამიკის პარამეტრები მეტ-ნაკლებად აღდგენილია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, უტარდება ის სამკურნალო ღონისძიებები, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული“, – უთხრა მედიას ლევან რატიანმა.

