„სტრატეგია აღმაშენებელი“ – არალეგიტიმურ პარლამენტს როგორც არ ვაღიარებთ, ისე არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პრეზიდენტს

როგორც არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პარლამენტს, ისე არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პრეზიდენტს! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„პოლიტიკური ლიდერები და სინდისის პატიმრები არიან რეჟიმის ტყვეობაში თავისუფლებისა და სიმართლისთვის ბრძოლისთვის.

სახეზეა რეჟიმის პოლიტიკური კრიზისი. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლება, და არა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული არალეგიტიმური პრეზიდენტის შეწყალება.

ამიტომ ბრძოლა იქნება ღირსებით და ბოლომდე!“ – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები