Saturday, November 23, 2024
6.8 C
Tbilisi

ვიქტორ ორბანი: თქვენ გვანახეთ განვითარების ძალიან მაღალი მაჩვენებლები ეკონომიკაში და ინარჩუნებთ უკვე რამდენიმე წელია და თქვენი დაახლოება ევროკავშირთან უნდა იყოს გაცილებით უფრო მარტივი

მიზეზი რატომაც ჩამოვედით უპირველესად იყო, რომ პატივისცემა და დაფასება გამოგვეხატა უნგრელი ხალხის მხრიდან საქართველოს ხალხისადმი, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოსს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, თელავში განაცხადა.

მისი თქმით, უნგრეთი მაღალ შეფასებას აძლევს იმ ბრძოლას, რომელასც რამდენიმე ასი წელია საქართველო ახორციელებს, რომ შეინარჩუნოს ქრისტიანული სახელმწიფო.

„პატივცემული ქალბატონებო და ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობას ვუხდით პრემიერ-მინისტრს, ღარიბაშვილს მოწვევისთვის. ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ვიმყოფებით, ჩვენთვის პატივია აქ ყოფნა. მიზეზი რატომაც ჩამოვედით, უპირველესად იყო, რომ პატივისცემა და დაფასება გამოგვეხატა უნგრელი ხალხის მხრიდან საქართველოს ხალხისადმი.

ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ ბრძოლას, რომელსაც რამდენიმე ასი წელია ახორციელებთ, რომ შეინარჩუნოთ ქრისტიანული სახელმწიფო. ჩვენ ვიცით, თუ რა ბრძოლაა, ჩვენი უნგრული ისტორიიდან ვიცი ეს, როგორ იბრძოდნენ ქვეყნები, რომლებიც თავის რწმენას არ თმობდნენ და ბრწყინვალე განვითარების მაღალ შეფასებას ვაძლევთ, რომელიც თქვენ განახორციელეთ ქვეყანაში, ყველა იბრძვის იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს ეკონომიკური დონე, რომელიც იქნება ძალიან მაღალი. თქვენ გვანახეთ განვითარების ძალიან მაღალი მაჩვენებლები ეკონომიკაში და ინარჩუნებთ უკვე რამდენიმე წელია. თქვენი დაახლოება ევროკავშირთან უნდა იყოს გაცილებით უფრო მარტივი, ამ თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენი შეხვედრა იყო იმ ფონზე, რომ გლობალური უსაფრთხოების სიტუაცია არასდროს არ ყოფილა იმაზე უარესი, ვიდრე დღეს არის, ბოლო 30 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ორბანმა.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები