Saturday, November 23, 2024
8.8 C
Tbilisi

თავდაცვის სამინისტრომ და „იურიდიული დახმარების სამსახურმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

სამხედრო მოსამსახურეებისთვის უფასო იურიდიული დახმარებისა და სამართლებრივი კონსულტაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების, მათ შორის სამშვიდობო მისიაში მონაწილე პირებისთვის სამართლებრივ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, სამსახურის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობას.

თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურ დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და სსიპ ,,იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორმა დავით სიმონიამ მოაწერეს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები