GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვას 12 ქვეყნიდან, მათ შორის ავღანეთიდან, ჰაიტიდან და ირანიდან, რათა „დაიცვას ამერიკელები საშიში უცხოური აქტორებისაგან“.
ტრამპმა თქვა, რომ ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა ლიბია და სუდანი, სიაში მოხვდა „პასპორტების გაცემის ცენტრალური ორგანოს კომპეტენციის“ გამო.
ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ასევე ნაწილობრივ ზღუდავს აშშ-ში მოგზაურობას შვიდი სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ესენია: ბურუნდი, კუბა, ლაოსი, სიერა ლეონი, ტოგო, თურქმენეთი და ვენესუელა.
არსებობს გარკვეული გამონაკლისები, მათ შორის სპორტსმენები, რომლებიც მოგზაურობენ მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებებისთვის, ავღანეთის ზოგიერთი მოქალაქე და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რომლებიც იმყოფებიან შეზღუდვის არმქონე ქვეყნებში.
სოციალური მედიის პლატფორმა Truth Social-ზე აკრძალვის გამოცხადებისას, ტრამპმა კოლორადოში 1-ელ ივნისს მომხდარი ტერორისტული თავდასხმა ახსენა.
„ჩვენ არ დავუშვებთ ამერიკაში იმის განმეორებას, რაც დაემართა ევროპას“, – თქვა ტრამპმა მაღალი რისკის ქვეყნებიდან მიგრანტების აშშ-ში შეშვების აკრძალვაზე საუბრისას.
მოგზაურობის აკრძალვა 2017 წელს ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის ბრძანების გამეორებაა, როდესაც მან შვიდი მუსლიმი ქვეყნიდან აშშ-ში შესვლის აკრძალვა გამოაცხადა.
აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვა, რომელიც ძალაში 9 ივნისს შედის, ტრამპის 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს გაცემული დაპირების შესრულებაა.
მოკლედ, ორშაბათიდან, 9 ივნისიდან, 12 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში მოგზაურობა აეკრძალებათ. ესენია: ავღანეთი, მიანმარი, ჩადი, კონგოს რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ჰაიტი, ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი და იემენი.