Saturday, May 31, 2025
22.8 C
Tbilisi

მაკა ბოჭორიშვილი: პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან კარგი შეხვედრა სენატორ დეინსთან

პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან კარგი შეხვედრა სენატორ დეინსთან, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებზე, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ჩვენს პრიორიტეტებზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ, სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისა და ამ ურთიერთობების შინაარსზე ორიენტირებულად წარმართვისთვის მზად არის.

„სენატორის მხრიდან ძალიან ღრმა დაინტერესება იყო გამოჩენილი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. ის საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, ეს ცალსახად იყო მისი მხრიდან ნათქვამი. არაერთხელ აღინიშნა, რომ ის კომუნიკაცია, რომელიც მოხდა პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა საბოლოო ჯამში გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე; იმ მიდგომებზე, რაც ყალიბდება აშშ-ში საქართველოსთან დაკავშირებით და ეს პოზიტიურად აისახება ჩვენი შემდგომი ურთიერთობების განვითარებაზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები