Saturday, November 23, 2024
14.8 C
Tbilisi

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მელინე არაკელიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დიპლომატიური მისიის განხორციელებაში წარმატებები უსურვა. მან ნიდერლანდების მხარეს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა თავდაცვის ტრანსფორმაციისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდის კუთხით და მადლიერება გამოხატა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში ნიდერლანდების მიერ შეტანილი წვლილისთვის. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIBS) და სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივებში ნიდერლანდების წვლილზე. საუბარი შეეხო კრიზისების მართვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებსაც. აღინიშნა ნატო-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდში ნიდერლანდების ფინანსური მხარდაჭერა.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებიც განიხილეს. საუბარი შეეხო სამხედრო განათლებისა და სამხედრო სწავლებებში ქართველი და ჰოლანდიელი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის საკითხებს.

განხილვის თემას წარმოადგენდა ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებიც. ხაზგასმით აღინიშნა სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილი მნიშვნელოვანი ფინანსური კონტრიბუცია.

შეხვედრას ნიდერლანდების სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ერიკ ვან ვურენი დაესწრო.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები