ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში გზის სარეაბილიტიაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
მიმდინარე სამუშაოები ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან და მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან ერთად დაათვალიერა.
„სოფლებში გზების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. დასასრულს უახლოვდება სოფელ ლესაში გზის რეაბილიტაცია. წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე სოფელში მოეწყობა შიდა მიმოსვლის გზები“, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 637 523 ლარია.
ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.




