Tuesday, May 6, 2025
20.8 C
Tbilisi

ახალი ეტაპი პრემიუმ საბანკო მომსახურებაში – პირველად საქართველოში, Mastercard და სტუდიო ლიბერთი Black Edition ბარათს წარადგენენ

Mastercard და ლიბერთის პერსონალური ბანკინგის მიმართულება, სტუდიო ლიბერთი, მომხმარებელს პრემიუმ საბანკო მომსახურებაში ახალ სტანდარტს სთავაზობენ – Top|Card Black Edition საქართველოში Mastercard-ის პირველი საკრედიტო ბარათია, რომელიც შექმნილია პრემიუმ სერვისებზე ორიენტირებული მომხმარებლებისთვის და აერთიანებს ფინანსურ და სამოგზაურო უპირატესობებს.

ლიბერთი თავის მომხმარებელს Top|Card-ს ერთი წელია რაც სთავაზობს და მოიცავს თანხის უპროცენტოდ გადანაწილების ფუნქციას 3000+ზე მეტ პარტნიორ კომპანიაში. ხოლო Top|Card Black Edition, ლიბერთის პრემიუმ სეგმენტის მომხმარებლებს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, დამატებით მიიღონ წვდომა შოპინგისა და მოგზაურობის პრემიუმ გამოცდილებაზე – გლობალური კონსიერჟ სერვისები, ლაუნჯები, სადაზღვევო მომსახურებები და სპეციალური შეთავაზებები.

„Mastercard-ში ჩვენ ვქმნით პროდუქტებსრომლებიც არამხოლოდ გადახდის ინსტრუმენტებს სთავაზობს მომხმარებლებსარამედ ემსახურება ცხოვრების სტილის ამაღლებას. Top|Card Black Edition სწორედ ამ იდეას გამოხატავს — ესაა ბარათირომელიც გაძლევთ წვდომას პრემიუმ გამოცდილებებზედაუვიწყარ თავგადასავლებსა და შეუფასებელ მომენტებზე – დავით ზღუდაძე,  Mastercard-ის ვიცე პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში.

ლიბერთის უნივერსალიზაციის სტრატეგიის ფარგლებშიპრემიუმ სეგმენტისთვის სერვისებისა და პროდუქტების განვითარებაერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაამნიშვნელოვანიარომ Mastercard-თან პარტნიორობითსტუდიო ლიბერთის მომხმარებლებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ World Black Edition ბარათითმინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ამ პროდუქტის დანერგვაში ჩართულ ყველა გუნდს – ნინო ჩადუნელილიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი

მოხარულები ვართრომ სწორედ სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები შეძლებენ World Black Edition-ის პირველად გამოყენებას. Top|Card Black Edition-ის მფლობელებისთვისმუდმივად იქნება ხელმისაწვდომი მრავალფეროვანი შეთავაზებებისამოგზაურო ბენეფიტები,  სპეციალური კამპანიები და რა თქმა უნდასაბანკო მომსახურების ახლებური გამოცდილებარომლითაც სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ. – ლედი კოჭლამაზაშვილილიბერთის პერსონალური ბანკინგისა და მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ბარათით სარგებლობისას ხელმისაწვდომი იქნება Mastercard World Black Edition-ის მუდმივი სამოგზაურო უპირატესობები:

  • 10 უფასო Lounge Key ვიზიტი (ბარათით დახარჯული თანხის მიუხედავად, 1200+ ლაუნჯში)
  • 10 Fast Track სერვისი საერთაშორისო აეროპორტებში
  • 1GB FlexiRoam მობილური ინტერნეტი საჩუქრად + 15% ფასდაკლება დამატებით მეგაბაიტებზე
  • სამოგზაურო დაზღვევა, მათ შორის რეისის გადადების ან ბარგის დაკარგვის შემთხვევაში

დეტალური ინფორმაცია Top|Card Black Edition-ის უპირატესობების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: studioliberty.ge

Top|Card Black Edition-ის სპეციალური შეთავაზებების ფარგლებში, პირველი პარტნიორი საქართველოში პლატფორმა tkt.ge იქნება. ერთობლივი კამპანია ზაფხულის სეზონს მიეძღვნება და ბარათის მფლობელებს, 13-31 მაისს ავიაბილეთის შეძენისას, საფასურის ხარჯის 3 თვეზე გადანაწილებას და დამატებით 200 ლარიან ქეშბექს შესთავაზებს.

ლიბერთის სტანდარტული Top|Card-ის მფლობელები, სტუდიო ნაკრების შეძენისთანავე შეძლებენ Black Edition-ით სარგებლობას. ხოლო მას, ვისაც ჯერ არ აქვს Top|Card, შეუძლია მარტივად გახდეს სტუდიოს წევრი და დაიმტკიცოს სასურველი ლიმიტი ბარათზე.

გახდი სტუდიო

სტუდიო ლიბერთი ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულებაა — პირველი მრავალფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც შექმნილია პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზე. სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ პერსონალური ბანკირის მომსახურებით, იღებენ საბანკო და lifestyle პროდუქტებზე მორგებულ ექსკლუზიურ შეთავაზებებს და პრემიუმ მომსახურებას როგორც პირადი, ასევე ბიზნეს ფინანსებისთვის.

ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია საქართველოში, რომელიც 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 50,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით.

www.studioliberty.ge
აბაშიძის 70, თბილისი | გრიშაშვილის 19, ქუთაისი

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები