Sunday, May 4, 2025
14.8 C
Tbilisi

დიდი ბრიტანეთში შუალედურ და ადგილობრივ არჩევნებში ნაიჯელ ფარაჯის მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ მოიპოვა ერთი ვაკანტური ადგილი პარლამენტში, მერის თანამდებობა და კონტროლი სამ ადგილობრივ საბჭოში

დიდ ბრიტანეთში შუალედურ და ადგილობრივ არჩევნებში ნაიჯელ ფარაჯის მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ მოიპოვა  ერთი ვაკანტური ადგილი პარლამენტში, მერის თანამდებობა და კონტროლი სამ ადგილობრივ საბჭოში. ასეთია არჩევნების წინასწარი შედეგები.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ „ლეიბორისტული პარტიისთვის“ შედეგები იმედგაცრუების გამომწვევია.

ნაიჯელ ფარაჯი კი ამბობს, რომ ეს ქვეყანაში მმართველი „ლეიბორისტებისა“ და ოპოზიციაში მყოფი „კონსერვატორების“ ორპარტიული პოლიტიკის დასრულებას ნიშნავს.

რანკორნისა და ჰელსბის საარჩევნო ოლქში გამართულ შუალედურ არჩევნებში ფარაჯის პარტიამ, Reform UK-მა მხოლოდ ექვსი ხმის უპირატესობით მოიპოვა ვაკანტური ადგილი პარლამენტში. ამგვარად, მის პარტიას თემთა პალატაში, ჯამში, ხუთი მანდატი ექნება.

„ეს იყო დიდი ღამე ჩვენი პარტიისთვის. „ლეიბორისტული პარტიის“ ცენტრი, მათი კენჭისყრა ჩამოიშალა და ხმების უმეტესობა ჩვენ მოვიპოვეთ“, – განაცხადა ნაიჯელ ფარაჯმა, რომელიც ცნობილია „ბრექსითის“ დროს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მხარდამჭერი კამპანიის წარმოებისთვის.

კირ სტარმერის „ლეიბორისტულმა პარტიამ“, რომელმაც გასულ ზაფხულს ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ფართო საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა, რეიტინგის ყველაზე მკვეთრი კლება განიცადა. სტარმერი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები იმედგაცრუებას იწვევს, თუმცა მისი პარტია „იღებს ამას“.

„მე მტკიცედ ვარ მზად, რომ წავიდეთ უფრო შორს და სწრაფად იმ ცვლილებების განხორციელებაში, რომელთა ხილვაც ხალხს სურს“, – აღნიშნა სტარმერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები