Saturday, May 3, 2025
13.8 C
Tbilisi

ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

გზის აღნიშნული მონაკვეთი ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და საკურორტო სოფლების – სადგერის, ტბისა და ცემის დასახლებულ ტერიტორიაზე გადის. ამ მონაკვეთზე გამართული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ისე დამსვენებლებისათვის.

პროექტის შესაბამისად, მიმდინარეობს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესების, საგზაო სამოსის აღდგენის, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების (მილების, ტროტუარების, სანიაღვრე ქსელის) განახლების, გზის სავალი ნაწილის გაგანიერების და ადგილობრივ გზებთან მიერთებების სამუშაოები. ასევე, ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, წესრიგდება მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ინიშნება სავალი ნაწილი და ეწყობა საგზაო ნიშნები.

პროექტი სახელმიწიფო ბიუჯეტიდან 5.2 მილიონი ლარით ფინანსდება.

ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის საავტომობილო გზის სრული აღდგენა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2022 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გზის 6.5 კმ-იანი მონაკვეთი აღადგინეს.

ინფორმაციას და ფოტომასალას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები